მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩეხი დიპლომატი პეტრ მიკისკა: პრობლემატურია, რომ პრეზიდენტი ციხეშია და სამართლებრივი ძიებაა დაწყებული...

ჩეხი დიპლომატი პეტრ მიკისკა: პრობლემატურია, რომ პრეზიდენტი ციხეშია და სამართლებრივი ძიებაა დაწყებული მის წინააღმდეგ

Published on

ჩეხი დიპლომატი პეტრ მიკისკა აცხადებს, რომ გაურკვეველია, რატომ უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. გარდა ამისა, მისი განმარტებით,  მიხეილ სააკაშვილის დაკავება და მის წინააღმდეგ წარმოებული გამოძიება არის საკმაოდ დიდი გამოწვევა საქართველოსთვის.

ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური წლის ბოლოს, ახალი წლების პერიოდში. ჩვენ გვსურს, რომ მსჯელობა ამ საკითხზე გადაიდოს. არ უარვყოფ, რომ ამ სამსახურის გაცალკევება საჭირო იყოს. ამ საკითხზე მსჯელობა, დრო და მიზანია საჭირო.

ამასთანავე, პრობლემატურია, რომ პრეზიდენტი ციხეშია და სამართლებრივი ძიებაა დაწყებული მის წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეჭვები სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. თუ ამ სისტემას არ ვენდობით, მაშინ სახელმწიფო არ არსებობს – განაცხადა ჩეხეთის ელჩმა.

დღეს ,,დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია და ,,ლელოს” გენმდივანი, ბადრი ჯაფარიძე, საქართველოში აკრედიტირებულ  დიპლომატებს შეხვდნენ. 

საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და პარლამენტში განხილულ საკანონმდებლო ცვლილებებს შეეხო.

სიახლეები

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში "ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის" შესახებ მოსმენა გაიმართება. 2024 წლის ოქტომბრიდან...

რუსთავში მოზარდი დაჭრეს

რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს 16...

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...