მთავარისიახლეებიპოლიტიკა81 ხმა 7 -ის წინააღმდეგ - პარლამენტმა დაამტკიცა კანონი სახელმწიფო...

81 ხმა 7 -ის წინააღმდეგ – პარლამენტმა დაამტკიცა კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ

Published on

პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტს დღეს მეორე/მესამე მოსმენით უყარა კენჭი და დაამტკიცა.

უწყების გაუქმებას მხარი 81-მე დეპუტატმა დაუჭირა, 7 კი წინააღმდეგი იყო.

ახლა დოკუმენტი ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს უნდა გადაეგზავნოს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ ,,ყველაზე არაევროპულ” კანონს კანონს ვეტოს დაადებს.

..დღეს თქვენ საქართველოს მოქალაქეებს გაუუქმეთ უწყება, რომელიც აკეთებდა მაქსიმუმს, რომ გამოეძიებინა მოხელეთა და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები“, – მიმართა ლონდა თოლორაიამ  საქართველოს პარლამენტს თავის საგანგებო ბრიფინგზე

თოლორაიას თქმით, კანონი მიღებული იქნა ევროპული ღირებულებების სახელით მაშინ, როცა კანონის განხილვის შეჩერება მოითხოვა ევროკავშირმა… ყველა მათგანმა მიუთითა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის დაშლა ასეთი დაჩქარებული წესით, გაუმჭვირვალედ, იყო მიუღებელი 

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე მწვავე კრიტიკა მოჰყვა. საერთაშორისო პარტნიორებმა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას შემაშფოთებელი უწოდეს და თქვეს, რომ ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ ასუსტებს ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

რაც შეეხება ოპოზიციას, ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების მიზეზი უწყების მხრიდან გამოქვეყნებული არაერთი კრიტიკული დასკვნაა, მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით. 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...