მთავარისიახლეებიპოლიტიკაშიმშილობის 9-ე დღეს კარვების ქალაქს კიდევ 3 მოშიმშილე გამოაკლდა

შიმშილობის 9-ე დღეს კარვების ქალაქს კიდევ 3 მოშიმშილე გამოაკლდა

Published on

მასობრივი საპროტესტო შიმშილობის 9-ე დღეს კარვების ქალაქს კიდევ 3 მოშიმშილე გამოაკლდა. რამაზ ქერეჭაშვილი, ემზარ შუბლაძე და გოჩა ინასარიძე შეუძლოდ გახდნენ და მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

შიმშილობის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია – მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება და პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება.

“პროტესტის გამოხატვის მიზანი არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, ერთხელ და სამუდამოდ, სამართლიანი სასამართლოს არსებობა, რომლის წინაშე წარდგენაზეც უარს არც არავინ იტყვის არასდროს. თავს მხნედ ვგრძნობთ. მოტივაცია ადამიანების ყოველდღიურად იზრდება იმიტომ, რომ ეს არის შინაგანი რწმენა ადამიანების, რომლითაც აქ სხედან. მათი ბრძოლა დარწმუნებული ვარ, შედეგს გამოიღებს და გამარჯვებით დასრულდება”, – თქვა ენმ-ის წევრმა, გიორგი ბოტკოველმა.

როგორც პარტიის წევრმა ირაკლი ნადირაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის კარვებში 300-მდე ადამიანი აგრძელებს შიმშილობას. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“შიმშილობის მე-9 დღეა. დაახლოებით 300-მდე ადამიანი კვლავ აგრძელებს შიმშილობას. რამდენიმე მათგანის გადაყვანა მოუხდა სასწრაფო დახმარების ბრიგადას, თუმცა დანარჩენების მდგომარეობა არის მეტნაკლებად სტაბილური. აგრძელებენ ბრძოლას იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არავინ აღარ იშიმშილოს, მათ შორის ბავშვებმა, რომ ამ ქვეყანაში აღარ იყვნენ პოლიტიკური პატიმრები და პუტინის პირადი ტყვე მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს პატიმრობიდან და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები ოპოზიციის ყველა ლიდერზე, ყველა მედია მენეჯერზე დამთავრდეს”, – აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...