შიმშილობა ბოლომდე იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არავის შიოდეს პური და სამართალი

0
264

 საპროტესტო შიმშილობის 9-ე დღეს კარვების ქალაქს კიდევ 3 მოშიმშილე გამოაკლდა. რამაზ ქერეჭაშვილი, ემზარ შუბლაძე და გოჩა ინასარიძე შეუძლოდ გახდნენ და მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, მაგრამ სხვები, სამასამდე ადამიანი, მხნედ და საბრძოლველად არიან შემართული.

,,მასობრივი შიმშილობის ამ აქტით გრძელდება  ბრძოლა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არავინ აღარ იშიმშილოს, მათ შორის ბავშვებმა, რომ ამ ქვეყანაში აღარ იყვნენ პოლიტიკური პატიმრები და პუტინის პირადი ტყვე მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს პატიმრობიდან და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები ოპოზიციის ყველა ლიდერზე, ყველა მედია მენეჯერზე დამთავრდეს” – აცხადებს ენმ წარმომადგენელი ირაკლი ნადირაძე. 

“პროტესტის გამოხატვის მიზანი არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, ერთხელ და სამუდამოდ, სამართლიანი სასამართლოს არსებობა, რომლის წინაშე წარდგენაზეც უარს არც არავინ იტყვის არასდროს. თავს მხნედ ვგრძნობთ. მოტივაცია ადამიანების ყოველდღიურად იზრდება იმიტომ, რომ ეს არის შინაგანი რწმენა ადამიანების, რომლითაც აქ სხედან. მათი ბრძოლა დარწმუნებული ვარ, შედეგს გამოიღებს და გამარჯვებით დასრულდება” – თქვა ენმ-ის წევრმა, გიორგი ბოტკოველმა.

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილის სრული იზოლირება სურთ – ადვოკატები დამატებით სანქციებს აპროტესტებენ
შემდეგი სტატიაუკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს ხელისუფლებას, პატივისცემით მოექცეს და საფრთხე არ შეუქმნას უკრაინის მოქალაქეს მიხეილ სააკაშვილს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური