პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტს დღეს პირველი მოსმენით განიხილავს

0
199

“ქართული ოცნება” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტს დღეს პირველი მოსმენით განიხილავს. პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

საერთაშორისო და შიდა უპრეცედენტო ზეწოლის მიუხედავად, მმართველი პარტია გეგმავს, კანონპროექტი მიმდინარე კვირაში სამივე მოსმენით დაამტკიცოს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია კი სახელმწიფო ინსტიტუტის დასაცავად შეხვედრებს განაგრძობს. ის დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და დიპლომატიურ კორპუსს შეხვდება.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივაზე ინფორმაციან 25 დეკემბერს გავრცელდა. ირკვევა, რომ “ოცნება” აპირებს, ამ უწყების ნაცვლად შექმნას ორი სამსახური – სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები.

წინა სტატიანაგავსაყრელიდან ვადაგასული ხორცპროდუქტებისა და საკონდიტრო ნაწარმის გაყიდვისთვის 4 პირია დაკავებული
შემდეგი სტატიააფხაზეთის მთავრობის კამპანია „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ სენაკში გრძელდება [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური