მთავარიUncategorizedმიხეილ სააკაშვილის სრული იზოლირება სურთ - ადვოკატები დამატებით სანქციებს...

მიხეილ სააკაშვილის სრული იზოლირება სურთ – ადვოკატები დამატებით სანქციებს აპროტესტებენ

Published on

გორის ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ დამატებითი სანქციები დაუწესა და მასთან მნახველების შესვლა შეზღუდა. დღეიდან მის  მოსანახულებლად უფლებადამცველებს, ოჯახის წევრებს ექიმებსა და მის თანამებრძოლებს კონკრეტული დრო ექნებათ გამოყოფილი მხოლოდ 4-დან 6 საათამდე შეუშვებენ.  ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სრულ იზოლაციაშია -აცხადებენ  უფლებადამცველები

 ხელისუფლების ქმედებები უკანონოა და ამით მმართველი გუნდი ცდილობს, მიხეილ სააკაშვილი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ამყოფოს. ვხედავთ ასევე, როგორ არაჰუმანურად ექცევა ხელისუფლება მედპერსონალს, რას აიძულებენ მათ. ამ  ყაზარმულირეჟიმის შემოღებას არავითარი ს სამედიცინო და სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია ამბობს  ბექა ბასილაია..

” დაცვის მხარე ყველა ღონეს მიმართავს, რომ აბსურდული შეზღუდვები შეიცვალოს.  არ დავუშვებთ ქართული ოცნების  კაპრიზებზე განხორციელდეს დაცვის მხარის სტრატეგია. ეს არის აბსოლუტურად უკანონო ქმედება და კონსტიტუციის, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა. ამისთვის ხელისუფლებაც და ქართული სახელმწიფოც საერთაშორისო დონეზე ძალიან დიდ ფასს გადაიხდის”, – ამბობს  შოთა თუთბერიძე.

ადვოკატები აღნიშნავენ, რომ სანქციების პარალელურად მესამე პრეზიდენტს მკურნალი ექიმიც შეუცვალეს. ნინო გოგორიშვილს ხელისუფლებამ სკანდალური აღიარებითი ჩვენება არ აპატია და მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესს ჩამოაშორა. ვინ ჩაანაცვლებს გოგორიშვილს და ვის ჩააბარებენ ამჯერად მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მონიტორინგს, ჯერჯერობით უცნობია.

 ახალი შეზღუდვების დაწესების მიუხედავად, გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს ჩასვლას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, პოლიტიკოსები და “ემპათიას” ექსპერტები მაინც გეგმავენ.

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის მონახულებს დღეს შეეცდება უკრაინის კონსულიც, რომელსაც გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღის მეორე ნახევრისთვის ელოდებიან.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....