მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მე ვარ "ქართული ოცნების" გუნდის წევრი და ამით ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების...

,,მე ვარ “ქართული ოცნების” გუნდის წევრი და ამით ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების გამტარებელი” – შალვა პაპუაშვილი

Published on

შალვა პაპუაშვილიმა  “ქართული ოცნების” ბოლო 1 წლის საქმიანობა შეაჯამა და თქვა, რომ “ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, გუნდმა მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენა”.

“ეს წელი დამოუკიდებლობის შემდეგ იყო ერთ-ერთი ურთულესი. საზოგადოება ერთდროულად იდგა ოკუპაციის, პანდემიის, ეკონომიკური გამოწვევებისა და თავსმოხვეული პოლარიზაციის წინაშე. მიუხედავად ამ ურთულესი გამოწვევებისა, ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობით შევინარჩუნეთ მშვიდობა უკან დახევის გარეშე, გადავლახეთ პანდემიის რამდენიმე მძიმე ტალღა, ქვეყნის ეკონომიკა დავუბრუნეთ პანდემიამდე მდგომარეობას და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სათანადოდ ჩატარებით შევქმენით მყარი საფუძველი ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისთვის”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, იქნება “ხალხის უმრავლესობის ნების გამტარებელი და საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის ჩართულობის გარანტი”.

“პარლამენტი არის ის ინსტიტუცია, რომელშიც ყველაზე მეტად არის გამოხატული ხალხის, როგორც ხელისუფლების წყაროს ძალა. ამიტომ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიდგები საპარლამენტო სუვერენიტეტის სადარაჯოზე. რა თქმა უნდა, მე ვარ “ქართული ოცნების” გუნდის წევრი და ამით ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების გამტარებელი, თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიქნები ხალხის მიერ არჩეული ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარანტი, მით უფრო, რომ ამ პარლამენტში, არსებული დაპირისპირების მიუხედავად ჩვენ გვაქვს ოპოზიციასთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება, რაც წარმატებულ საარჩევნო რეფორმას უკავშირდება. ამის ფონზე ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ბოიკოტი განსაკუთრებით გულდასაწყვეტია”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...