,,მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივისცემით მოექცეს უკრაინის მოქალაქეს და არ დაუშვას ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საქართველოში უკრაინელი დიპლომატები აგრძელებენ სიტუაციის განსაკუთრებულ კონტროლს, მუდმივ დიალოგს საქართველოს ხელისუფლებასთან და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან”, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
უწყება მოითხოვს საქართველომ უკრაინელ ექიმებს სააკაშვილის მდგომარეობის გამოკვლევის უფლება მისცეს და პირდაპირ ამბობს, რომ 27 დეკემბერს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან სააკაშვილის ციხეში გადაყვანის მცდელობა შეუსაბამო იყო.
“ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მის უკრაინაში დაბრუნებაზე ჰუმანიტარული მიზეზების გამო მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით”- ნათქვამია განცხადებაში.
დღეს დაგეგმილი იყო მიხეილ სააკაშვილის მონახულება უკრაინის კონსული, მაგრამ ადმინისტრაციის მიერ დაწესებული უკანონოშეზღუდვების გამო, მას მხოლოდ ხვალ მიეცემა ამის საშუალება.