რა მოხდა წუხელ გორის ჰოსპიტალში და რა სცენარი ჩაუშალა ხელისუფლებას პრეზიდენტმა სააკაშვილმა

0
281

გუშინ, 27 დეკემბერს  დღის მოვლენის – ექსპრეზიდენტების უპრეცენდენტო შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს გიული ალასანია და დეპუტატი არმაზ ახვლედიანი, ისე, რომ არშეშვების მიზეზი არ განუმარტავთ.

მას შემდეგ, რაც მარგველაშვილმა ჰოსპიტალი დატოვა და ბრწყინვალედ გააანალიზა და  შეაფასა ეს  შეხვედრა, პრეზიდენტი სააკაშვილი მოინახულა მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა და გამოიტანა მისი გამოხმაურება მარგველაშვილის განცხადებებზე.

ამის შემდეგ გორის ჰოსპიტალი მნახველებისთვის ჩაიკეტა, არ შეუშვეს სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკა ყიფშიძე, ასევე ,,ემპათიას”კონსილიუმის წევრი ოთარ თოიძე, რომელთა მიერ პაციენტის მონახულება ადმინისტრაციასთან წინასწარ იყო შეთანხმებული.

ჰოსპიტალთან აღელვებული ხალხის შეკრება დაიწყო, პირველები, რა თქმა უნდა,  ჟურნალისტები მივიდნენ

 ყველა მცდელობა მიეღოთ პასუხი, რა იყო ამის მიზეზი, როგორ გრძნობდა იგი თავს  და იმყოფებოდა თუ არა საერთოდ ჰოსპიტალში, ამაო აღმოჩნდა. დუმდა ადმინისტრაცია, სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა მედპერსონალი და ბუნებრივია გაჩნდა ეჭვი, რომ მეორდებოდა სააკაშვილის რუსთავიდან გლდანში ფარული და ძალადობრივი გადაყვანის სცენარი.

 ჰოსპიტალს მიაწყდნენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, თანამებრძოლები და თავად პრეზიდენტის სიმამაცესთან ერთად ამანაც ჩაუშალა ხელისუფლებას  განზრახვა ფარულად  გადაეყვანა იგი რუსთავის ან  სულაც გლდანის ციხეში

მხოლოდ 6-საათიანი მოლოდინისა და მღელვარების შემდეგ გახდა ცნობილი გორის სამხედრო ჰოსპიტლის ადმინისტრაციისაგან,  რომ 28 დეკემბრის დილის 10:00 საათამდე ექსპრეზიდენტთან ვერავინ შევა. 

მანამდე სააკაშვილი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა შიდა ქართლში, ანა ჯანიაშვილმა მოინახულა, შეხვედრის შემდეგ კი თქვა, რომ ექსპრეზიდენტის თქმით, 27 დეკემბრის საღამოს მასთან შევიდნენ და უთხრეს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაჰყავდათ. მათ სააკაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია. 

ამის შემდეგ არ ახსოვს გარკვეული მომენტი. როცა გონს მოვიდა, თქვა, რომ არ მოხდებოდა მისი გაყვანა. [სააკაშვილმა თქვა], მოვითხოვე, ეთქვათ, სად გადავყავდით, მაგრამ არ მითხრესო. 

ემოციური ფონის შემდეგ ჰოსპიტალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გადაიყვანენ, სანამ არ დასტაბილურდება სიტუაცია”. – თქვა ანა ჯანიაშვილმა. 

სწორედ მან გამოიტანა გარეთ პრეზიდენტის წერილი ადვოკატ ნიკა გვარამიასთვის,  რომელშიც  მოკლედ აღწერს, როგორ შევიდა მასთან ბადრაგი და ამცნო, რომ მისი გადაყვანის გადაწყვეტილება უნდა შეესრულებინათ.

ნიკა გვარამიამ,  რომელიც მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს, წუხელვე გაასაჯაროვა თავისი ვარაუდი, რომ დილამდე კიდევ, შესაძლოა მოტყუებით  შეეცდებოდნენ მის გაყვანას ჰოსპიტალიდან.  მან პიდაპირ მიმართა სააკაშვილს ტელეეთერებიდან  და  მოუწოდა, არ დათანხმდეს არანაირი დამამშვიდებლის მიღებას ან ინექციას ჩვენ აქ ვართ“.

წუხელ მთელი ღამე ეთერში ეთერში გადიოდა  უწყვეტი კადრები, ტელეკამერები ფოკუსირებული იყო  ჰოსპიტალის ორივე მხარეს, შესასვლელ-გამოსასვლელებთან. აქვე  მორიგეობდნენ პრეზიდენტის მხარდამჭერები, მათ შორის თბილისიდან პირველ დაძახილზე მოვარდნილი მოშიმშილეები იმ მიზნით, რომ ხელისუფლებას ფარულად ვერ გაეყვანა იგი

ენმ-ის წევრმა, ეკა ხერხეულიძემ წუხელვე  თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი მისი გადაყვანის ნებისმიერ მცდელობას წინააღმდეგობას გაუწევს, ხოლო თუ ეს მაინც მოხდება, კვლავ დაიწყებს შიმშილობას. 

წინა სტატიაუსაფრთხოების საკითხებზე აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების მოლაპარაკებები 10 იანვარს იგეგმება
შემდეგი სტატია“სამეგრელოს ხმის” ანგარიში მოსახლეობას [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური