ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს დაესწრონ კანონპროექტის განხილვას

0
240

დღეს 11:00 საათიდან პარლამენტის კომიტეტებში იწყება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის განხილვა – ამის შესახებ ინსპექტორის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.

უწყება მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს დაესწრონ კანონპროექტის განხილვას.

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის საქართველოს პარლამენტისგან ცნობილი გახდა, რომ დღეს, 2021 წლის 28 დეკემბერს, 11:00 საათიდან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და საპროცედურო საკითხთა კომიტეტში იწყება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის განხილვა.

ვთხოვთ, ყველა დაინტერესებულ პირს დაესწრონ კანონპროექტის განხილვას”, – ნათქვამია განცხადებაში

ცნობისთვის, დღეს 27 დეკემბერს ბიურომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებების დაჩქარებულად განხილვას მხარი დაუჭირა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივაზე ინფორმაცია 2 დღის წინ გავრცელდა. ირკვევა, რომ “ოცნება” აპირებს, ამ უწყების ნაცვლად შექმნას ორი სამსახური – სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები.

წინა სტატია“ბატონო მიშა, მოითხოვეთ თქვენი ადვოკატის შემოყვანა დაუყოვნებლივ” – ნიკა გვარამია
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 63 პაციენტი გარდაიცვალა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური