მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა დღეს გაიმართება

0
236

დღეს,27 დეკემბერს გორის სამხერო ჰოსპიტალში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, გაიმართება შეხვედრა  მასა და მეოთხე პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შორის.   

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მარგველაშვილი 12:00 საათზე გეგმავს მისვლას.

შეხვედრის მთავარი თემა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი იქნება.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტების შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია.

“ძალიან მნიშვნელოვანია,  რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შეხვდება მის წინამორბედს. სამწუხაროა, რომ საპატიმროში შედგება ეს შეხვედრა, მაგრამ ვფიქრობ, მათ შორის საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის თვალსაზრისით ეს იქნება მნიშვნელოვანი შეხვედრა. ყველა აცხადებს მზადყოფნას, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა. რამდენად წარმატებული იქნება ეს პროცესი და რეალურად რა შედეგს მოიტანს, ეს ცხადია, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელიც მათ შორის არ ექვემდებარება არც სალომე ზურაბიშვილის კონტროლს და პირველ რიგში ეს არის ის პოლიტიკური განწყობა, რომელიც ექნება მმართველ პარტიას ამ პროცესთან მიმართებაში”, – თქვა პარლამენტის ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოს” წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

დღეს  გაიმართება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას შეხვედრაც.

შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილმა მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ოფიციალური წერილით 20 დეკემბერს მიმართა. იმავე დღეს, შესაბამის უწყებებს თავად მიხეილ სააკაშვილმაც მოუწოდა, მარგველაშვილისთვის მისი მონახულების უფლება მიეცათ. 22 დეკემბერს, პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მეოთხე პრეზიდენტს ჰოსპიტალში შესვლის უფლებას მისცემს.

წინა სტატიაპარტია გირჩი – მეტი თავისუფლების წევრს გოგიტა რობიტაშვილს თავს დაესხნენ
შემდეგი სტატიაკორონავირუსით ინფიცირების 986 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 71 პაციენტი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური