მთავარისიახლეებიპოლიტიკაგვარს არ დავასახელებ, მაგრამ თოლორაიას უწყები შექმნას მაშინდელი ლიდერი ლობირებდა -...

გვარს არ დავასახელებ, მაგრამ თოლორაიას უწყები შექმნას მაშინდელი ლიდერი ლობირებდა – მდინარაძე და კობახიძე გახარიას ახოცავენ ხელს

Published on

“ქართული ოცნების”  ლიდერები ირაკლი კობახიძე და  მამუკა მდინარაძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის იმ ფორმით ჩამოყალიბებას, რომლითაც ის აქამდე მოქმედებდა გუნდის ყოფილ ლიდერს აბრალებენ.

არცერთი მათგანი  გვარს არ ასახელებს, მაგრამ პირდაპირ მიანიშნებს გიორგი გახარიაზე. მდინარაძეს გვარი არ დაუკონკრეტებია, თუმცა დააზუსტა, რომ საუბარია 2018 წლის შემდეგ პერიოდზე და მთავრობის მეთაურში მამუკა ბახტაძეს არ გულისხმობს – “ნამდვილად არ არის ბახტაძეზე საუბარი. შემდეგ იყო პირველი პირი, მაგრამ მანამდე ვიღაცეები ლობირებდნენ ამგვარად გადაწყვეტას”.

“ასეთი გადაწყვეტილება თავის დროზე რიგი სუბიექტური ფაქტორებიდან გამომდინარეობდა, ეს დაკავშირებული იყო ჩვენი გუნდის ყოფილ ლიდერთან, ვაღიაროთ, გულწრფელად თუ არ ვთქვით, საზოგადოება სხვანაირად არ დაგვიჯერებს, მაგრამ როდესაც დადგა საკითხი, რომ გავიაროთ რა არის სწორი ინსტიტუციურად, ეს ორი ფუნქცია შესაძლებელია თუ არა ერთად იყოს, არ არის თავსებადი”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

იგივეს ამბობს ირაკლი კობახიძეც : “მაშინ იყო განსხვავებული მოსაზრებები გუნდის შიგნით,   უმეტესობა მაშინაც “სწორ პოზიციაზე” იყო,  მაგრამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ( გვარს არ დავასახელებ) პოლიტიკური ინტერესი იყო ამაში.

ცნობისათვის: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წელს ჩამოყალიბდა, მაშინ გიორგი გახარია შს მინისტრი იყო, იმავე წელს ის პრემიერმინისტრად დაინიშნა.

სიახლეები

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...