ეროვნული შეთანხების პროცესში მნიშვნელოვანია შეხვედრა სამი პრეზიდენტის ფორმატში, – ამის შესახებ საქართველოს მეოტხე პრეზიდენტმა მესამე პრეზიდენტთან შეხვედრეის შემდეგ განაცხადა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილთან ერთად აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობაზე მზადყოფნას გამოთქვამს.
ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით და გამოვხატეთ მზაობა და გამოვხატეთ მოწონება იმისა, რომ ბუნებრივად, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ახალი ფურცლის გადაშლაზე, ახალი ტრადიციის შექმნაზე, ახალი გამოწვევების მზადყოფნაზე, ბუნებრივი იქნებოდა, რომ ჩვენ აუცილებლად ჩავატაროთ სამი პრეზიდენტის ფორმატი და სამი პრეზიდენტის ფორმატმა ყველა თავისი განსხვევებულობის მიუხედავად, რა დამოკიდებულება გვაქვს სამივეს ერთმანეთის მიმართ, ქართულ საზოგადოებას გაუგზავნოს გზავნილი, რომ დაპირისპირების და საერთო მტრის წინააღმდეგ ჩვენ ყოველთვის ვერთიანდებოდით და დღესაც ვიქნებით გაერთიანებული.
ამის პარალელურად, მე პირადად მინდა აღვნიშნო, რომ მიმაჩნია სწორი, რომ ასეთი პროცესის პროცესში ვართ რა გადაფასების, იმის გააზრების პროცესში რაღაცა ყველა პერიოდში მიდიოდა არასწორად და საჭირო იყო ამის გასწორება, აი, ამ პროცესში გარკვეული მორატორიუმი გამოვაცხადოთ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლოში, – განაცხადა მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ცოტა ხნის წინ მოინახულა.