მთავარისიახლეებიპოლიტიკა ბატონი პრეზიდენტი ძალიან დარდობს მათზე, ვინც შიმშილობს - სააკაშვილმა...

 ბატონი პრეზიდენტი ძალიან დარდობს მათზე, ვინც შიმშილობს – სააკაშვილმა მარგველაშვილს თავისი დარდის კიდევ ერთი მიზეზი გაანდო

Published on

,,ბატონი პრეზიდენტი ძალიან დარდობს მათზე, ვინც შიმშილობს. მე ვეთანხმები, რომ ეს საზიანოა მათი ჯანმრთელობისთვის და  მოსაძებნია რაღაც გზა, რომ  შიმშილობა შეწყვიტონ”  – პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მცირე ინტერვიუში ორჯერ გაიმეორა,რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ამაზე ძალინ დარდობს.

,,პრეზიდენტი ძალიან დარდობს  და ჩვენი ორივეს განწყობა არის, რომ თუ შესაძლებელია რაღაცნაირად ვურჩიოთ ამ ადამიანებს, რომ უფრო მოუფრთხილდნენ თავიანთ თავს და გარკვეულწილად, იქნებ ამ შიმშილობის განელების თუ დამთავრების მოტივაცია შეიქმნას. ეს ჩემი განწყობაც არის და ძალიან დარდობს ბატონი პრეზიდენტი ამ საკითხებთან დაკავშირებით”, –

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან ამ დროისთვის 12 კარავია გაშლილი და დაახლოებით 200-მდე ადამიანი შიმშილობს.

როგორც პარტიაში აცხადებენ, მოშიმშილეების ნაწილს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პარტიის ხელმძღვანელობამ შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.

„თითოეული ადამიანი თავისი გულწრფელი შემართებითაა, მაგრამ   აქ საუბარია ადამიანების ჯანმრთელობაზე, შიმშილობა საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას,  რაც შეიძლება სხვა, ცუდი შემთხვევითაც დასრულდეს, მაგრამ შინაგანად    მზად ვართ იმისთვის, რომ პროტესტი გავაგრძელოთ მთავარი მიზნისთვის – ჩვენი ქვეყნისა და  მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის“

 ყველამ ერთად უნდა შევქმნათ სახელმწიფო, რომელშიც პოლიტიკური პატიმრები არ იქნებიან, სასამართლო სისტემას არ ექნება პოლიტიკური გადაწყვეტილების უფლება, როცა მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება და მიეცემა სრულფასოვანი პოლტიკური საქმიანობის საშუალება.”  – აცხადებს  გიორგი ბოტკოველი.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...