მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ივანიშვილი ვერ აიტანს დამოუკიდებელ ინსტიტუტს, რომელიც პოლიტიკურ დაკვეთას არ შეუსრულებს'' -...

,,ივანიშვილი ვერ აიტანს დამოუკიდებელ ინსტიტუტს, რომელიც პოლიტიკურ დაკვეთას არ შეუსრულებს” – ადვოკატები სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ მიმართულ სამთავრობო კამპანიაზე

Published on

 “ქართული ოცნება” ლონდა თოლორაიას უწყებას იმ კრიტიკული დასკვნის გამოქვეყნებას არ პატიობს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზეა საუბარი.

,,ივანიშვილი ვერ აიტანს დამოუკიდებელ ინსტიტუტს, რომელიც პოლიტიკურ დაკვეთას არ შეასრულებს” – აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ბექა ბასილაია სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ მიმართულ სამთავრობო კამპანიაზე

“ინსპექტორის სამსახურმა და პირველ რიგში ლონდა თოლორაიამ, გამოავლინეს ერთგულება სამართლის უზენაესობის მიმართ და არ დაყვნენ ხელისუფლების უკანონო ნება-სურვილს. სწორედ ამ უწყების გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებები არაერთხელ დაირღვა ხელისუფლების მხრიდან და ეს უწყება აწარმოებს გამოძიებას ჯერჯერობით საკმაოდ ეფექტურად. 

ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მთლიანად გააუქმოს ეს სამსახური. უკვე ძალიან აშკარაა, რომ სწრაფი ტემპით მივემართებით ავტორიტარიზმის ჭაობისკენ და თუ დროულად არ მოხდება გამოღვიძება, შესაძლებელია, საკმაოდ რთული გახდეს შემობრუნება ან შეუძლებელიც კი” – ასე ეხმაურება  პრეზიდენტის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი მმართველი გუნდის მიერ კანონპროექტის მომზადებას, რომლითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმება იგეგმება.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...