ქოცელიტის უძირო ჯიბეები ივსება უშუქოდ დარჩენილი სვანეთის ხარჯზე, ხალხს კი ვერაფერი დაავიწყებს პრეზიდენტ სააკაშვილის საქმეებს

0
275
მიხეილ სააკაშვილის მიმართვას სვანეთის მოსახლეობისადმი დიდი,   ძირითადად პოზიტიური გამოხმაურება მოყვა სოციალურ ქსელში თუმცა ტროლებმა არც აქ აიღეს ხელი სააკაშვილის მმართველობის პერიოდში  სვანეთის ბრწინვალე სახეცვლილების გაქიაქებაზე. ჟურნალისტი ნატო უდესიანი პრეზიდენტ სააკაშვილს  წერილს უგზავნის და ამით პასუხობს ახლანდელი ხელისუფლების ტროლების   ამაო მცდელობას.
,,აქ მესტიაში უსახური ბეტონის გროვა ახსენა ვიღაცამ და ახლა გადახედეთ, 2012 წლის შემდგომ ტურიზმის განვითარება ქოცურ ხარბ მადიანობას, უგემოვნობას და მომხვეჭელობას როგორ დაექვემდებარა სვანეთში და რა გამოუსწორებელი ზიანი მიადგა სვანეთის უნიკალურ უძველეს არქიტექტურას და ლანდშაფტს სწორედაც არასწორად განხორციელებული მშენებლობების წყალობით. არც ის დაგავიწყდეთ, არასწორად დაგეგმილმა ჰესებმა რა საფრთხეების წინაშე დააყენა მთლიანად კუთხე.
ხოლო თქვენი მაღალი კლასი, დახვეწილი გემოვნება, ბატონო პრეზიდენტო, სვანეთის აეროპორტსა და მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის სახით ნამდვილად შემორჩა – უნიკალური რომაა ეს ნაგებობები და უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა სვანეთის კულტურული და ეკონომიკური განვითარების საქმეში თქვენს დროს განხორციელებულ არაერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტულ პროექტთან ერთად, ამას მხოლოდ ჩვენ კი არა, მსოფლიო აღიარებს.
დღევანდელობის შესაფასებლად ტურისტების გამოხმაურებასაც გადახედეთ, როგორ ჩივიან უკვე გაუმართავი და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო და მოსახლეობასაც მოუსმინეთ. არამხოლოდ შუქი გახდა სანატრელი .
და როცა მესტიას, ზემო სვანეთს ვახსენებთ, ნურც ქვემო სვანეთს დავივიწყებთ – ზემო სვანეთისგან განსხვავებით, იქ ვერ მოასწარით ტურიზმის განვითარების პროექტის წამოწყება და დღემდე ასეა დარჩენილი, ქოცმთავრობას დიდად არ შეუწუხებია თავი იქაურობის მიხედვით.
ქოცელიტა თქვენს ჯინაზე დღემდე ზემო სვანეთში ადის თქვენს მიერ გაკეთებულ თეთნულდზე სასრიალოდ და იმისთვის, რომ იქედან ლანძღოს ის 9 წელი, რომლის დროს გაკეთებული სიკეთეებითაც ისევ მათი უძირო ჯიბეები ივსება უშუქოდ დარჩენილი და ჩაბნელებული სვანეთის ხარჯზეც!”
წინა სტატიამიხეილ სააკაშვილის ნალოლიავები მესტია ჩაბნელებულია. ,,ახლა სვანეთიც და მთელი საქართველოც ყაჩაღების ხელშია”
შემდეგი სტატიარატომ ჩაიკეტა უბისის მონასტრის კარი?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური