ირაკლი კობახიძე: ოცნების გუნდი დატოვა უპირობო და ერთპიროვნულმა ლიდერმა

0
545
კობახიძე: გვქონდა ძალიან რთული ერთი წელიწადი. იყო სერიოზული გამოწვევები, პოლიტიკური პროცესი იყო, ასეთი რთული ერთი წელი გასულ 30 წელიწადში არც მახსოვს, გვქონდა სერიოზული გამოწვევები და ჩვენ გვჭირდებოდა სერიოზული ბარიერების გადალახვა.
გუნდი ერთსულოვანი და ერთიანი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ამას ვერ შევძლებდით, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ქართული ოცნების გუნდი დატოვა მისმა უპირობო და ერთპიროვნულმა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ჰქონდა განსაკუთრებული პოლიტიკური კაპიტალი.

ასეთ დროს, როდესაც განსაკუთრებული პოლიტიკური კაპიტალის მქონე ლიდერი ტოვებს გუნდს, ერთადერთი, რამაც შეიძლება დააბალანსოს ეს დანაკლისი, არის გუნდის ერთიანობა.

წინა სტატია,,ინსპექტორის დასკვნა მყარ საფუძველს შექმნიდა სტრასბურგის მიერ ჩემი გათავისუფლებისთვის” – მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიაქობულეთში ერთი ოჯახის კუთვნილი ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური