მთავარისიახლეებიპოლიტიკა  ეკატერინე ტიკარაძემ თავისი საბოლოო ანგარიშის პრეზენტაციაზე ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა მინისტრები ...

  ეკატერინე ტიკარაძემ თავისი საბოლოო ანგარიშის პრეზენტაციაზე ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა მინისტრები არ მიიწვია

Published on

ეკატერინე ტიკარაძემ დღეს ჯანდაცვის მინისტრის რანგში საქმიანობის ბოლო ანგარიში წარადგინა. ღონისძიება ისე ჩატარდა, რომ მას არც მთავრობის მეთაური და არც მინისტრთა კაბინეტის რომელიმე წარმომადგენელი დასწრებია.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა მინისტრები თავად არ მიიწვია, რადგან ანგარიშის წარდგენა “ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაიმართა”.

ღონისძიებას NCDC-ის დირექტორი ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე პაატა იმნაძე და ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე დაესწრნენ, ასევე, ექიმები, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე და დეპუტატი ლადო კახაძე. 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...