მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ომიკრონის" გამო, ევროპის უმეტეს სახელმწიფოში ღამის კლუბები და გასართობი ცენტრები დაიხურა

,,ომიკრონის” გამო, ევროპის უმეტეს სახელმწიფოში ღამის კლუბები და გასართობი ცენტრები დაიხურა

Published on

,,ომიკრონის” გამო, ევროპის უმეტეს სახელმწიფოში, ღამის კლუბები და გასართობი ცენტრები დაიხურა.

ინფექციის სწრაფი გავრცელების გამო, პარიზში საახალწლო ფოიერვერკები და კონცერტები გადაიდო.

დედაქალაქში დაკეტილია ღამის კლუბებიც, შეზღუდვა 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. კლუბები დაკეტილია გერმანიაშიც, იკრძალება 10 ადამიანზე მეტის შეკრება. მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო, მომდევნო სამი კვირის გამავლობაში, ღამის კლუბები და გასართობი ცენტრები დაიხურება შოტლანდიაშიც.

ჩეხეთში პაბები, კაფეები და რესტორნები მცირე შეზღუდვებით მუშაობენ. თუმცა “ომიკრონის” გავრცელების შემდეგ, ქვეყანაში დაიხურა კლუბები. მკაცრი რეგულაციები მოქმედებს ფინეთშიც, სადაც ბარებისა და რესტორნების უმრავლესობა ღიაა. თუმცა დახურულია ღამის კლუბები. “ომიკრონის” გავრცელების მაღალი რისკების გამო, კლუბები დახურულია საბერძნეთში, იტალიაში, ლუქსემბურგსა და ნიდერლანდებშიც.

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...