მთავარისიახლეებიპოლიტიკაის იყო პირველი, ვინც ჩემს მიმართ მოპყრობას წამება უწოდა - მიხეილ სააკაშვილი...

ის იყო პირველი, ვინც ჩემს მიმართ მოპყრობას წამება უწოდა – მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სახალხო დამცველზე

Published on

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, უკრაინის სახალხო დამცველი მესამე მხარედ შეიყვანა. ეს იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებამ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ომბუდსმენს მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზეც კი უარი უთხრა.

სააკაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. ის მიესალმება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მადლობას უხდის უკრაინის სახალხო დამცველს.

“უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჩემს პროცესში მესამე მხარედ შეიყვანა.

ლუდმილა დენისოვას, ბოლო ვიზიტის დროს, უარი უთხრეს ჩემ მონახულებაზე. და აი, განსხვავებით საქართველოს ოლიგარქიული ხელისუფლებისგან, სტრასბურგის სასამართლომ ის დაუშვა.

ის იყო პირველი, ვინც ჩემს მიმართ მოპყრობას “წამება” უწოდა. მოგვიანებით ეს მოსაზრება გაიზიარეს როგორც Amnesty International-მა, ასევე წამყვანმა ქართველმა ექსპერტებმა.

გავიგე, რომ უკრაინაში ლუდმილა დენისოვას აკრიტიკებდნენ, მაგრამ ის იყო ადამიანი, რომელიც რიგითი სტუმარივით იჯდა ციხის მისაღებში ხის სკამზე სამი დღე ზედიზედ და, მართალია, ის არ შემოუშვეს, ეს იყო უზარმაზარი მორალური მხარდაჭერა, რამაც ჩემი სიცოცხლე, რომელსაც შიმშილის 45-ე დღეს და წამების გაგრძელების ფონზე საფრთხე ემუქრებოდა, გადაარჩინა. ამიტომ, პირადად მე, ყოველთვის დიდი მადლიერი ვიქნები მისი”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის საქმეში უკრაინელი ომბუდსმენის მესამედ მხარედ შეყვანასთან დაკავშირებით, ინფორმაცია მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ევგენი გრუშოვეცმა გუშინ   გაავრცელა.

სიახლეები

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...

ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი...

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...