ექიმი ელენე გიორგაძე სააკაშვილზე – გამოსწორდა ანალიზი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კარგად არის

0
308

ექიმ ენდოკრინოლოგის ელენე გიორგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ანალზის ყველა მაჩვენებელი ნორმაშია.

„ყველას უკვირს, ანალიზი საიდან არის ნორმალური. ანალიზი ნორმალური იქიდან არის, რომ  ხდება იმ ცოტა პორციის ათვისება, რომელსაც იღებს,   მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კარგად არის.

იგი ისევ სუსტად არის,  არ დგება. უკვე  შეუძლია მიიღოს ყველანაირი საჭმელი, მაგრამ მისი ფსიქოემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, უბრალოდ, არ იღებს იმ რაოდენობით, რაც უნდა მიიღოს”, – აცხადებს ელენე გიორგაძე. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, მის მკურნალობაში  ჩაერთოს ფსიქიატრების და ნევროლოგების კონსილიუმი. როგორც კი   ამ დარგის ექიმები ამ პრობლემებს მოხსნიან ყველა დანარჩენი პრობლემა მოგვარდება”, – აცხადებს გიორგაძე. 

წინა სტატიასაპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის თავმჯდომარის ხშირი ცვლა კრიზისის ერთ-ერთი მაჩვენებელია – ხატია დეკანოიძე
შემდეგი სტატიაღამის საათებში მთელ საქართველოში შენარჩუნდება ყინვა, დღისით მოთოვს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური