საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის თავმჯდომარის ხშირი ცვლა კრიზისის ერთ-ერთი მაჩვენებელია – ხატია დეკანოიძე

0
258

„ არ ვიცი  კონკრეტული მიზეზი, რის გამოც გადადგა კახა კუჭავა,  მაგრამ როდესაც იცვლება ადამიანი, რომელსაც წესით მმართველი გუნდი უნდა ენდობოდეს, ფაქტია, რომ იქ რაღაც არ არის წესრიგში”- ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას.

მისი თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის თავმჯდომარის ხშირი ცვლა კრიზისის ერთ-ერთი მაჩვენებელია.ეს ნიშნავს რომ, ფაქტობრივად  ჩვენ   არავითარი საპარლამენტო რესპუბლიკა არ ვართ. შინაარსობრივად და მმართველობის სტილით ვართ ინსტიტუციონალურად მიტაცებული სახელმწიფო – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

 

წინა სტატიაბადრი ჯაფარიძე კახა კუჭავას გადადგომაზე
შემდეგი სტატიაექიმი ელენე გიორგაძე სააკაშვილზე – გამოსწორდა ანალიზი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კარგად არის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური