ქალაქის იერსახის დამახინჯების საქმეზე სასამართლომ ანა წითლიძე გაამართლა

0
315

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე პარლამენტის წევრი ანა წითლიძე გაამართლა.წითლიძის თქმით, მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ არასაკმარისად მიიჩნია ის მტკიცებულებები, რომელიც მის წინააღმდეგ წარადგინეს. საქმე ეხება მუნიციპალიტეტის მერიის საჩივარს, რომელიც ქალაქის იერსახის დამახინჯებას გულისხმობდა.

„ზუგდიდის მერიამ რომ მიჩივლა ქალაქის იერსახე დაამახინჯა სტენსილებითო იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამამართლა, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო არ ჩათვალა რომ სამართალდარღვევა ჩავიდინე. ის დღეა ვადაგასული საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დამტკიცებას ჩემი თითი რომ შეეწირა“, – წერს სოციალურ ქსელში ანა წითლიძე.

ცნობისთვის, 26 ნოემბერს სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია ბიუჯეტის დამტკიცების საკითხს მოყვა. მანამდე, საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან, რომელზეც 2022 წლის ბიუჯეტი ძველმა შემადგენლობამ დაამტკიცა, პარლამენტის წევრი ანა წითლიძე და საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ძალის გამოყენებით გააძევეს. მათ საპროტესტო წარწერები ადმინისტრაციული შენობის წინ, ტროტუარზე დატოვეს.

წინა სტატიაკახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, მას შალვა პაპუაშვილი შეცვლის
შემდეგი სტატიალიბერთი ბანკის მხარდაჭერა მცირე ბიზნესს – რაიბულ ბერიძის წარმატების ამბავი [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური