ტიკარაძის შემცვლელი შეიძლება დღეს დასახელდეს – “ოცნებაში” პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომები ჩაინიშნა

0
308

“ოცნებაში” დღეს პოლიტსაბჭო და უმრავლესობის სხდომები ჩაინიშნა.

პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა ცენტრალურ ოფისში, 16:00 საათზე გაიმართება.

სხდომის დასრულების შემდეგ კი, 17:00 საათზე, უმრავლესობის შეხვედრაა დაგეგმილი.

შიდა წყაროებიდან ჟონავს ინფორმაცია, რომ მსჯელობა  ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურაზე  გაიმართება.

 საუბარია ზურაბ აზარაშვილზე,  რომელივ ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოეული კადრია 

მისი კარიერაც, ისევე, როგორც მინისტრების უმრავლესობის, “ქართუ ბანკში” იწყება.

ზურაბ აზარაშვილი პლასტიკური ბარათებისა და მომსახურების სპეციალისტი იყო. თავდაცვის სამინისტროში ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების შემდეგ ზურაბ აზარაშვილი ჯერ “თბილავიამშენის” გენერალურ დირექტორად დაინიშნა, რამდენიმე თვეში “დელტას” ხელმძღვანელად, ახლა კი მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებს.

 

წინა სტატიაზუგდიდის საკრებულოს სხდომა მეოთხედ ჩაიშალა [Video]
შემდეგი სტატიასაქართველოში ომიკრონის კიდევ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური