ნიკოლოზ ყიფშიძე: უახლოეს დღეებში მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ, უცხოელი ექიმები ჩამოვლენ

0
208

 საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ  მოინახულა.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში, საქართველოში, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ, უცხოელი ექიმები ჩამოვლენ.

,,ამ დღეებში ველოდებით რამდენიმე ექიმს საზღვარგარეთიდან, გერმანიიდან ჰოლანდიიდან და ამერიკის შეერთებულ შტატებიდან, რომლებიც კონსულტაციას გაუწევენ. ისინი არიან ნევროლოგები და ფსიქონევროლოგები… უნდა ჩამოსულიყვნენ დღეს და ხვალ, თუმცა ომიკრონმა აურია ყველაფერი და ახლა დავაზუსტებთ ზუსტ თარიღს… 

ჩემი აზრით, მგონია, რომ ჩვენ სათანადო ყურადღებას ვერ ვუწევთ. საუბედუროა ამას რომ ვამბობ, მაგრამ მე ადრეც ვთქვი, რომ აუცილებელია საზღვარგარეთის ექიმების ჩართულობა” – თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ. 

წინა სტატია გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილთან გორის სამხედრო ჰოსპიტალში 27 დეკემბერს შევა
შემდეგი სტატია გლდანში, საცხოვრებელ ბინაში ღამით უყურადღებოდ დატოვებული გაზქურა  აფეთქდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური