მსგავს სტრატეგიულ ობიექტებს სახელმწიფო უნდა ფლობდეს – ვარლამ გოლეთიანი ნამახვანჰესზე

0
274

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების ერთერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი “რეზონანსთან” საუბარში ამბობს, რომ მსგავსი პროექტები სახელმწიფომ უნდა განახორციელოს:

“რასაკვირველია, ვემხრობით, რომ მსგავს სტრატეგიულ ობიექტებს სახელმწიფო უნდა ფლობდეს. ნამოხვანი იქნება ეს თუ სხვა მსგავსი ტიპის პროექტი, ჩვენი პოზიცია ასეთია”, – ამბობს გოლეთიანი.

„ხეობაში პროტესტი გრძელდება. ჩვენ ისევ კარვებში ვართ, რადგან კომპანიის ტექნიკა რჩება ხეობაში. დიდხანს ვერ გაგრძელდება ასე. მალე უნდა ითქვას, გადის თუ რჩება „ენკა“ და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ ჩვენც.

არ გვაქვს არავითარი პირდაპირი კომუნიკაცია ხელისუფლების არც ერთ შტოსთან. ერთადერთი ფორმატი, რაშიც ვმონაწილეობთ, ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმის შემუშავებაა, რომელიც მედიისა  და საზოგადოების ინტერესს მიღმა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. ეს ცხადია, არასწორია და ამას ვაპროტესტებთ. საჯაროობა არის აუცილებელი, რადგან ამან უნდა განაპირობოს ენერგოპოლიტიკა ქვეყანაში. ახლა, თუ ეს ყველაფერი გააპარეს, იქნება დიდი პრობლემა ქვეყნისთვის”, – აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

წინა სტატიალიტერატურული პრემია „საბას“ 2021 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
შემდეგი სტატიაჩარლი ჩაპლინს პირველი სტუდიის აშენებაში ბაბუაჩემიც ეხმარებოდა – ბერი ნიკოლოზი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური