მთავარისიახლეებიპოლიტიკამოშიმშილეებს ზუგდიდიდან ათი ადამიანი შეუერთდა, მათ შორის 6 საკრებულოს წევრია

მოშიმშილეებს ზუგდიდიდან ათი ადამიანი შეუერთდა, მათ შორის 6 საკრებულოს წევრია

Published on

თბილისში, ერთიანი ნაციონალური მოძროაბის სათაო ოფისთან დაწყებულ მასობრივი შიმშილობის აქციას 10 ადამიანი შეუერთდა. მათი უმრავლესობა ენმ-ის წევრია, 6 კი ზუგდიდის საკრებულოში ენმ-ს ფრაქციას წარმოადგენს.

მოშიმშილეთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებიც არ არიან პარტიის წევრები. ასეთი სიაში ორი ადამიანია.

მოშიმშილეთაგან ორი ქალია: საკრებულოს წევრი მირანდა ესებუა და უპარტიო მოქალაქე ვიკა ბაძაღუა.

ზუგდიდელი მოშიმშილეების სია და ფოტო მედიას ენმ-ის სამეგრელოს ორგანიზაციამ მიაწოდა:

1. საშკა ხოჭოლავა (ენმ, წევრი)
2. ირაკლი სორდია (ენმ, საკრებულოს წევრი)
3. გიორგი სორდია (ენმ, საკრებულოს წევრი)
4.კახა ჩანგელია (ენმ, საკრებულოს წევრი)
5. ლაშა ბეჭვაია (ენმ, საკრებულოს წევრი)
6. მერაბ ბოჭოია (მოქალაქე)
7. ელდარ კეზუა (ენმ წევრი)
8. მირანდა ესებუა (საკრებულოს წევრი)
9. ვიკა ბაძაღუა (მოქალაქე)
10. გია მამფორია – (საკრებულოს წევრი)

შეგახსენებთ, ენმ-ის ოფისში 21 დეკემბერს დაიწყო მასობრივი შიმშილობის აქცია, რომელშიც პირველივე დღიდან 300-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო. აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...