მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი ,,ლეკიანობაზე'' : არსად გაქცევას რომ არ ვაპირებ და ამის ფიზიკური...

მიხეილ სააკაშვილი ,,ლეკიანობაზე” : არსად გაქცევას რომ არ ვაპირებ და ამის ფიზიკური ძალაც არ მაქვს, მგონი იცით. იქნებ ამ ყარაულის რაოდენობა ორჯერ მაინც შეამციროთ და ხალხი დაიცვათ

Published on

მიხეილ სააკაშვილი ცხინვალის რეჟიმის მიერ  ქართველების გატაცების გახშირებულ ფაქტებს და ქართული ონების უმოქმედობას  ეხმაურება.-
,,კიდევ ოთხი ადამიანი გაიტაცეს ოკუპანტებმა. ეს არის ნამდვილი ლეკიანობა, რომელსაც აქეთა მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ ხვდება” – წერს იგი გორი სჰოსპიტალიდან გამოგზავნილ წერილში.
,,მინდა მივმართო უზურპატორებს: გორის ჰოსპიტალში მუდმივად მყარაულობს 200 კაცზე მეტი და ცალკე სპეცრაზმი. არსად გაქცევას რომ არ ვაპირებ და ამის ფიზიკური ძალაც არ მაქვს, მგონი იცით. იქნებ ამ ყარაულის რაოდენობა ორჯერ მაინც შეამციროთ და ხალხი დაიცვათ.
მინდა ყველას შევახსენო, რომ ვერც 2008-მდე და ვერც 2008-2012-ში მსგავსს ვერაფერს ვერავინ ბედავდა. და თუ ზოგჯერ ვიღაცას აკავებდნენ, პირდაპირ ვიღებდი ყურმილს, ვურეკავდი მაგალითად ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენს, სახელმწიფო მდივანს, კლინტონს და სწრაფად ვწყვეტდი საკითხს.
არც ხაზის გადმოწევა ხდებოდა. ერთხელ სცადეს საჩხერის რაიონში, მთელი მსოფლიო ფეხზე დავაყენე და 1 კვირაში უკან გადაწიეს. ასეთია ფაქტები!”- წერს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს — მას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან...

საქართველოში ამჟამად 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს- ჩხაიძე

საქართველოში ამჟამად 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ...

რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმებისთვის ახალი ფრთოსანი რაკეტის, „ფილინის“ გამოყენება დაიწყო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГУР) ინფორმაციით, ახალი რუსული ფრთოსანი რაკეტის სიჩქარე 800...

22 ოქტომბერი საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ეროვნული გმირის - ზაზა დამენიას დაბადების დღეა ზაზა დამენია 2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში...