78 გარდაცვლილი და 1 976 ახალი შემთხვევა – 24 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

0
298

საქართველოში კორონავირუსის 1 976 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 78 ადამიანი, 3 076 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 43 029 კვლევა, აქედან 24 654 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 18 18 375​ PCR-ით. 23 დეკემბერს აიცრა 11 456 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 4,59%-ია, ბოლო 14 დღის – 6,26%-ია, 7 დღის – 5,64%.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 920 617 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 876 254 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 13 367 კი გარდაიცვალა.

წინა სტატია გლდანში, საცხოვრებელ ბინაში ღამით უყურადღებოდ დატოვებული გაზქურა  აფეთქდა
შემდეგი სტატიალიტერატურული პრემია „საბას“ 2021 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური