მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის კიდევ ერთი პროცესი დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის კიდევ ერთი პროცესი დაიწყო

Published on

დღეს 12:00 საათზე საქალაქო  სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის კიდევ ერთი პროცესი დაიწყო .

სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის  გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილი ვერ დაესწრება.

ადვოკატები დღევანდელ პროცესზე 2 შუამდგომლობას აყენებენ.

ერთი შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევას უკავშირდება, კერძოდ,  უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული მასალების საქმეში დართვას, ხოლო მერე შუამდგომლობით, დაცვის მხარე 2 მოწმის –  პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძისა და გენშტაბის ყოფილი უფროსის, ზაზა გოგავას ხელახლა გამოკითხვას მოითხოვენ. 

“დღეს გვექნება ორი შუამდგომლობა – პირველი შეეხება ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის დართვას საქმეზე, რაც ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამება. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ფუნდამენტურად შეილახა მისი უფლებები 

ამავდროულად, გვექნება მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი შუამდგომლობა და ამ შუამდგომლობის გადაწყვეტა კიდევ ერთხელ იქნება ტესტი იმისა, რა დავალებებს იღებს სასამართლო ყოველ კონკრეტულ ეტაპზე. ჩვენ მოვითხოვთ ამ საქმეზე დაკითხული ორი მოწმის ხელახლა გამოძახებას.ეს ის მოწმეებია რომლებიც არიან ამ საქმეში ერთადერთი, ვინც მიხეილ სააკაშვილს ახსენებენ”, – თქვა ბექა ბასილაიამ.

,,ორი მოწმის ხელახალი დაკითხვა სასამართლოში უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით, არა იმიტომ, რომ მათი ჩვენებები მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგოა და ამაზე შეიძლება განაჩენი დადგეს, არამედ იმიტომ, რომ ეს ადამიანები ამბობენ, რომ პირადი შეხება ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილთან.

რეალურად, შინაარსობრივი თვალსაზრისით, იგივე ნინო ბურჯანაძე საუბრობს პასუხისმგებლობაზე, რომ პასუხისმგებლობა არის მიხეილ სააკაშვილზე, ოღონდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და ეს უდავოა ისედაც. თავად მიხეილ სააკაშვილმაც თქვა, რომ 7 ნოემბერი იყო ძალიან ცუდი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, დაშვებული იქნა საკმაოდ მნიშვნელოვანი შეცდომები და ამ შეცდომაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო მიხეილ სააკაშვილმა 2007 წელს, როცა გადადგა თანამდებობიდან და დანიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. – თქვა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა

შეგახსენებთ, პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება

 

სიახლეები

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...