მთავარისიახლეებიპოლიტიკაშეუძლებელია რამე შეიცვალოს, თუ არ იქნა მათი იძულება, ვისაც დღეს ძალაუფლება აქვს...

შეუძლებელია რამე შეიცვალოს, თუ არ იქნა მათი იძულება, ვისაც დღეს ძალაუფლება აქვს – გიგა ბოკერია

Published on

ევროპული საქართველოს ლიდერები გიგა ბოკერია და გიგი წერეთელი ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბოკერიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი სკეპტიციზმი არ შეცვლილა და პირიქით, გამყარდა, რადგან “პროცესი არ უკავშირდება დაძაბულობის განმუხტვას”.

” ეს მოსალოდნელიც იყო ჩვენთვის. მადლობელი ვარ პრეზიდენტის მხრიდან მოწვევის, მისი იდეების, რომ მიდიოდეს თანხმობაზე მუშაობა, მაგრამ სანამ ეს უფსკრული ღრმავდება ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯების გამო, ამ პროცესის განმუხტვა თუ არ მოხდა, ჩემი აზრით რაიმე ზოგადად სხვა ტიპის ისტორიულ საკითხებზეც თანხმობა გაჭირდება და ეს პროცესი საერთოდ არ უკავშირდება ამ ამბავს”, – თქვა ბოკერიამ. 

როგორც მან აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის რიტორიკა მისაღებია, თუმცა “არანაირად არაა დაკავშირებული იმასთან, ვისაც დღეს ძალაუფლება აქვს”.

“ძალიან მიკვირს იმათი, ვინც ისეთი ტიპის განცხადებები გააკეთა, რითიც იმედი გაუჩინა საზოგადოებას, რომ რაღაც ისეთი პროცესი დაიწყო, რომელიც ახლა ამ კატასტროფიდან გამოგვიყვანს, სადაც არის ქვეყანა ამ წამს. მე თუ სწორად გავიგე, ეს არის გრძელვადიანი პროცესი დისკუსიის დიდ, მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც თავისთავად სწორი პოზიციაა მაგრამ   შეუძლებელია რამე შეიცვალოს, თუ არ იქნა მათი სურვილი ან იძულება,ვისაც დღეს ძალაუფლება აქვს, ხოლო ეს იძულება უნდა მოხდეს საზოგადოებაში ცვლილებით”, – ამბობს ბოკერია. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...