“პრეზიდენტის ინიციატივა მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობისა და სიმშვიდისათვის”

0
240

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის წამოწყებული ეროვნული თანხმობა მისასალმებელია და ამ პროცესში საკუთარი ხმა აქვს, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას და საქართველოს ეკლესიას.

“პრეზიდენტის ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშნველოვანია ქვეყნისთვის, ამ ეტაპზე, რაც გულისხმობს საზოგადოების გამთლიანებას და იმ დაპირისპირების შემცირებას, რაც არსებობს და ყველამხრივ, რა თქმა უნდა, მისასალმებელია ეს მნიშნველოვანია ქვეყნის სტაბილურობისთვის და სიმშვიდისთვის, და მხარს ვუჭერთ. განსაკუთრებით ეს მნიშნველოვანია ქვეყნის სტაბილურობისთვის და სიმშვიდისთვის, ვიცით რომ ამ პროცესში ჩართული არიან როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე, სხვადასხვა დაინტერესებული მხარე, მათ შორის არის სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს ეკლესია და მათ ყველას აქვთ საკუთარი ხმა მთლიანად ამ პროცესში, რაც გულისხმობს საზოგადოებაში დაპირისპირების დასრულებას და გამთლიანებას.

ყველამ კარგად ვიცით, რომ აღნიშნული პროცესი სწრაფად და ერთ ან ორ დღეში ვერ დასრულდება, ამისათვის პრეზიდენტიც არის კარგად მომზადებული და ნაბიჯ-ნაბიჯ აღნიშნული პროცესი და ყველამ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს ამაში.” – ამბობს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და თქვა, რომ პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად.

ამის შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინასაახალწლო მიღებაზე პარტიებს “ეროვნული თანხმობის” მიღწევის მისი ხედვა გააცნო

რამდენიმე დღეა სალომე ზურაბიშვილი მართავს ინდივიდუალურ შეხვედრებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. 

წინა სტატია,,მთელი ეს თვეები საკუთარი ალიანსის ოფიციალურად გაფორმებისთვის ემზადებოდენ…” – სოზარ სუბარი
შემდეგი სტატია,,ვერსიის” ექსკლუზივი: სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცოტნე გამსახურდია კოლხურ კოშკში დაბრუნებას შეძლებს – ინტერვიუ ანა ჯაბაურთან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური