მთავარისიახლეები„კოვიდ-19“-ის პანდემია 2022 წელს უნდა დასრულდეს - ჯანმო

„კოვიდ-19“-ის პანდემია 2022 წელს უნდა დასრულდეს – ჯანმო

Published on

„კოვიდ-19“-ის პანდემია 2022 წელს უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომლის კომენტარსაც „პოლიტიკო“ ავრცელებს.

„2022 წელი „კოვიდ-19“-ის პანდემიის დასასრული უნდა იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ ორი წელი ამ ვითარებაში ვართ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ვირუსს და გვაქვს ყველა იარაღი“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

მისი თქმით, ვაქცინის არსებული მარაგი საკმარისია იმისთვის, რომ 2022 წლის პირველი ნახევრისთვის მსოფლიო მოსახლეობის ზრდასრული ნაწილი სრულად აიცრას, ასევე ვაქცინის მარაგი საკმარისია რისკჯგუფებში მყოფი ადამიანების ბუსტერ დოზით აცრისთვის.

„თუ ჩვენ არ ავცრით მთელ მსოფლიოს, ვფიქრობ, პანდემიას ვერ დავასრულებთ“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა

სიახლეები

NBC News: ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო გეგმას მხარი დაუჭირა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა რუსეთ-უკრაინას შორის ომის დასრულების მიზნით შემუშავებულ 28-პუნქტიან...

ზურაბ ჯაფარიძემ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი განაცხადა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს ვადაზე ადრე გათავისუფლება შესთავაზეს, რაც კანონით არის გათვალისწინებული,...

აქტივისტმა სისხლის სამართლის კოდექსი დაწვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტის, ბაჩო კუციას პროცესი მიმდინარეობს. მას სახელმწიფო ბრალდება გზის გადაკეტვას...

აშშ-ში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

აშშ-ში ავტოავარიასთან დაკავშირებით, რომელსაც ინდიანას ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი ემსხვერპლა, საქართველოს მოქალაქე - გოდერძი გუჯაბიძე...