,,მთელი ეს თვეები საკუთარი ალიანსის ოფიციალურად გაფორმებისთვის ემზადებოდენ…” – სოზარ სუბარი

0
273

,,ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრის არჩევა, ნაციონალურ მოძრაობასა და გიორგი გახარიას გუნდს შორის კოალიციის ოფიციალური გაფორმებაა. ეს ძალები თვეების განმავლობაში ამისთვის”  – განაცხადა ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე  სოზარ სუბარმა.

მისივე მტკიცებით, აღნიშნული პარტიები ერთი ძალის ორი სხვადასხვა განშოტებაა .

“დღეს ჩხოროწყუს საკრებულოში მომხდარი ფაქტით, როდესაც გახარიას პარტიის წარმომადგენელი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ სწორედ ენმ-ს მხარდაჭერით აირჩიეს, უკვე ოფიციალურად გაფორმდა პარტია საქართველოსთვის და ნაციონალურ მოძრაობის კოალიცია. მომხდარი კიდევ ერთხელ ააშკარავებს ტყუილს, თითქოს გახარიას პარტია ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობას და კოალიციას გამორიცხავდა. ეს იყო მტკნარი სიცრუე, რაც დღეს უკვე ყველასთვის აშკარა გახდა. რეალურად, მთელი ეს თვეები ეს ორი ძალა საკუთარი ალიანსის ოფიციალურად გაფორმებისთვის ემზადებოდა”, – თქვა სუბარმა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრი, შოთა წურწუმია აირჩიეს. 

კენჭისყრაში 15 ოპოზიციონერი დეპუტატი იღებდა მონაწილეობას. პარტია საქართველოსთვის კანდიდატს მხარი 14-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა. 

ჩხოროწყუს საკრებულოში ქართული ოცნება 12 დეპუტატით არის წარმოდგენილი, ნაციონალურ მოძრაობას 7 დეპუტატი ჰყავს, პარტია საქართველოსთვის – 7, ხოლო ლელოს – 1.  

წინა სტატიაშეუძლებელია რამე შეიცვალოს, თუ არ იქნა მათი იძულება, ვისაც დღეს ძალაუფლება აქვს – გიგა ბოკერია
შემდეგი სტატია“პრეზიდენტის ინიციატივა მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობისა და სიმშვიდისათვის”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური