მთავარისიახლეებიზუგდიდელმა ექიმმა მალხაზ ჯალაღონიამ შიმშილობა დაიწყო

ზუგდიდელმა ექიმმა მალხაზ ჯალაღონიამ შიმშილობა დაიწყო

Published on

ექიმი მალხაზ ჯალაღონია მოშიმშილეთა სოლიდარობის აქციას უერთდება და შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ისაუბრა და ასევე საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეყალების თხოვნით მიმართა:
“თქვენ მე არ ამირჩევიხართ პრეზიდენტად, მაგრამ თქვენ ხართ საქართველოს პრეზიდენტი, თქვენ ხართ ჩემი პრეზიდენტი და გთხოვთ, შეიწყალეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ვიცი, თქვენ ორჯერ ბრძანეთ – “არა და არასოდეს”.ძლიან კარგად ვიცი, რომ როგორც ვაჟკაცისთვის, ასევე ქალბატონისგანაც ძალიან ძნელია სიტყვის გადათქმა, მაგრამ მერწმუნეთ, რომ თუ თქვენ შეიწყალებთ ბატონ მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს არც ერთი პატრიოტი არ დაიწყებს ქილიკს თქვენს სისუსტეზე და მე არ მაინტერესებს რას იტყვიან ქვეყნის ორგულები და მტრები და მე იმედი მაქვს, რომ არც თქვენ დაგაინტერესებთ რას იტყვიან ისინი. თქვენ შეგიძლიათ ქვეყანა გადაარჩინოთ კიდევ ერთ ქაოსს. მე ვიცი მოსახლეობის ნეგატიური განწყობა ამ შიმშილობის მიმართ, მაგრამ სხვანაირი ფორმა ვერ მოვიფიქრე და გულწრფელად გეტყვით, ეომ მინდა ჩემი შიმშილობით მივიქციო თქვენი ყურადღება და მცირე წონა მაინც შევძინო ჩემს შიმშილობას”- აცხადებს მალხაზ ჯალაღონია

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...