მთავარისიახლეებიპარტნიორობა გენდერული თანასწორობისათვის - FAO-ს, UNDP-ს, UNFPA-ს და "ლიბერთის" ინიციატივა

პარტნიორობა გენდერული თანასწორობისათვის – FAO-ს, UNDP-ს, UNFPA-ს და “ლიბერთის” ინიციატივა

Published on

„ლიბერთი ბანკის“, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ერთობლივი ინიციატივით, სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, საქართველოს რეგიონებში შეხვედრების ახალი სერია რაჭაში გაგრძელდა.

 

ამბროლაურში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ რაჭასა და ლეჩხუმში მცხოვრები ქალები, რომლებიც FAO-ს ,,სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტში” არიან ჩართულნი. მათ „ლიბერთის“ დირექტორის მოადგილემ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით ირაკლი აბაშიძემ გააცნო ინფორმაცია ბიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარებაში გენდერული თანასწორობის როლის, ფინანსურ დაგეგმვასა და იმ საბანკო
სერვისებზე, რომელსაც ლიბერთი სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს სთავაზობს.

შეხვედრების მიზანია აამაღლოს სოფლად მცხოვრები ქალების ცნობიერება გენდერული თანასწორობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, სათემო მონაწილეობის შესახებ, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ასევე იმ საბანკო სერვისების შესახებ, რაც სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს გამოადგებათ. უკვე ორი წელია შეხვედრები ლიბერთი ბანკთან პარტნიორობით ხორციელდება.

,,ლიბერთი სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის რეგიონებში
შეხვედრებს განაგრძობს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისთან და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად. ჩვენი ახალი სტრატეგია „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის”, მომხმარებლისთვის არაერთი სიახლის შეთავაზებას
გულისხმობს. ჩვენ განვაგრძობთ ქალების მხარდაჭერას და მათი გაძლიერებისათვის ხელმისაწვდომი პროდუქტების შექმნას. ასევე, “ლიბერთის” ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენი
ყველაზე დიდი საბანკო ინფრასტრუქტურის გამოყენება, მომხმარებლისთვის მარტივი მომსახურების შეთავაზება და რეგიონში აგრობიზნესის განვითარებაა- განაცხადა ლიბერთი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილემ, ირაკლი აბაშიძემ.

 

„მოხარული ვარ, რომ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, გაეროს სააგენტოებმა ძალისხმევა გააერთიანეს და, კერძო სექტორთან პარტნიორობით, საინფორმაციო შეხვედრები დაგეგმეს. ეს ღონისძიებები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში მამაკაცების მეტი ჩართულობისკენაა მიმართული”, – განაცხადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის
ორგანიზაციის (FAO) გენდერული საკითხების კოორდინატორმა ია მირაზანაშვილმა.

სოფლად მცხოვრებ ქალებთან “ლიბერთის”, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მორიგი, ერთობლივი შეხვედრები 2022 წელს ახალ სამიზნე რეგიონებში გაიმართება.

სიახლეები

ქართული თეატრის დღეს გილოცავთ! ვულოცავ ციხეში მყოფ მსახიობებს, საზღვარგარეთ წასულებს… – პრეზიდენტი ზურაბიშვილი

ქართული თეატრის დღეს გილოცავთ! ვულოცავ ციხეში მყოფ მსახიობებს, საზღვარგარეთ წასულებს, გილოცავთ ყველას, ვისაც სჯერა...

ივანიშვილის სასამართლომ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” ხელმძღვანელს, მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ოლიგარქის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პატიმრობაში რჩება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა...

აქ შეგიძლიათ, იგრძნოთ, რა არის ევროპა რეალურად – მიხაილ როთი წუხელ რუსთაველზე აქციას შეუერთდა

"47-ე დღეა, ხალხი ქუჩაში გამოდის, აპროტესტებს ევროპისთვის, ჩვენი ფასეულობებისთვის, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ისინი მამაცი გმირები...

ბათუმის სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი იწყება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ,,ბათუმელებისა"და ,,ნეტგაზეთის"დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის აღკვეთზე მსჯელობა იწყება. პროცესი 11 საათზეა ჩანიშნული....