მთავარისიახლეებისაზოგადოებამაღალმთიან ხარაგაულში რკინის საამქრო ჩამოინგრა - ნანგრევებში მუშები მოყვნენ

მაღალმთიან ხარაგაულში რკინის საამქრო ჩამოინგრა – ნანგრევებში მუშები მოყვნენ

Published on

მაღალმთიან ხარაგაულში,  სოფელ ვერტყვიჭალაში დღეს დილით რკინის საამქრო ჩამოინგრა,   საამქროს საყრდენი ბოძი  ჩამოინგრა და მთელი გადახურვა ჩამოიშალა. რკინის ძელების ქვეშ მუშები მოყვნენ.  გარდაცვილია   ერთი და დაშავებულია  8 ადამიანი.

უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მუშა საქართველოს მოქალაქეა.  მისი ცხედარი ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს. 

რაც შეეხება დაშავებულებს, ხარაგაულის მინიციპალიტეტის მერის თქმით, 8 პირიდან 5 საქართველოს, ხოლო სამი ჩინეთის მოქალაქეა. დაშავებულები გადაყვანილები არიან ზესტაფონის, ხაშურისა და თერჯოლის სამკურნალო დაწესებულებებში.

სამაშველო სამსახური რამდენიმე საათია გაწმენდის სამუშაოებს აწარმოებს.

 შსს-მ გამოძიება დაიწყო. 

რკინის საამქრო, სადაც ტრაგედია დატრიალდა,  ეკუთვნის ჩინურ კომპანიას,  რომელიც ჩქაროსნულ მაგისტრალს აშენებს.

 

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...