უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-დან 10 იანვრამდე ქვეყანაში უქმე დღეები ცხადდება. გადაწყვეტილების შესახებ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
“სკოლებში არდადეგებია 29 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით. საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უქმე დღეებად გამოცხადდეს 1-ლი იანვრიდან 10 იანვარმდე პერიოდი. ეს ეხება საჯარო დაწესებულებებს, ხოლო კერძოს სექტორს შეუძლია გადაწყვეტილება თავად მიიღოს და უქმე დღეებად გამოაცხადოს ეს პერიოდი”. – თქვა გიორგი ღიბრაძემ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე სხვა დამატებითი შეზღუდვა არ დაწესებულა.