მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილის სასამართლო ხვალ გაიმართება | დაესწრება თუ არა პროცესს მესამე პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო ხვალ გაიმართება | დაესწრება თუ არა პროცესს მესამე პრეზიდენტი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი სახელმწიფო საზღვრის უკანაონოდ გადაკვეთის ბრალდების საქმეზე ხვალ, 22 დეკემბერს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.

დაესწრება თუ არა სააკაშვილი სასამართლო პროცესს, ეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე საქმის პირველი არსებითი განხილვა გაიმართება. პროცედურულად, მხარეებმა შესავალი სიტყვები უნდა წარმოთქვან.

აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვს წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

აქვე: მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. ის ჯერ რუსთავის ციხეში, შემდეგ ე.წ. ციხის საავადმყოფოში, ხოლო შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე იმყოფება. 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...