„ არასამთავრებო ორგანიზაცია Hub-Georgia მიესალმება აფხაზეთის აეროპორტის მუშაობის აღდგენას საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს ერთიანი საჰაერო სივრცის ფარგლებში.
თუ კი აფხაზურ მხარეს სურს რომ სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირება აღდგეს, მაშინ ავიაციის სფეროს სფეციფიკის გათვალისწინებით მათ მოუწევთ თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ეს იქცეს საინტერესო ერთობლივ ქართულ – აფხაზურ პროექტად .
არასამთავრებო ორგანიზაცია შეუძლებლად მიიჩნევს სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო რეისების განხორციელებას შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
1) რა მიმართულებით შესრულდება რეისები, როდესაც ევროკონტროლი არ ცნობს აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწფოდ?
2) რა ტიპის თვითმფრინავებს შეიძენენ , როდესაც მსოფლიოს არცერთი სალიზინგო კომპანია და თვითმფრინავის მწარმოებელი არ ცნობს აფხაზეთს დამოუკიდებ სახელმწიფოდ ?
3) ვინ შეასრულებს რეისებს და სად გადაამზადებენ მფრინავებს, როდესაც არც ერთი სასწავლო ცენტრი ასევე არ ცნობს აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ?
4) უსაფრთხოების რა სტანდარტებს დაექვემდებარებიან და დაიცავენ, როდესაც EASA (European Aviation Safety Agency) ცნობს აფხაზეთს საქართველოს შემადგენლობაში.
„თუ არ არის გზა არ არის სახელმწიფო და თუ აფხაზებს აქვთ ამისთვის მზაობა, ექნებათ გზაც და კონტაქტიც ცივილურ სამყაროსთან, რა თქმა უნდა ერთიანი ქართული სახელმწიფოს ფარგლებში. ჩვენი ძმები აფხაზები, იმსახურებენ იმაზე უკეთეს ცხოვრებას ვიდრე დღეს მათ რუსეთის უკანა ეზოს სტატუსი აძლევთ. „ – აცხადებს Hub-Georgia ს დამფუძნებელი გიორგი კოდუა
Hub-Georgia მიესალმება აფხაზეთის აეროპორტის მუშაობის აღდგენას საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს ერთიანი საჰაერო სივრცის ფარგლებში
Published on