მთავარისიახლეებიპოლიტიკაგენერალ კალანდაძის დაცვის საქმეში უკრაინის საკონსულო ჩაერთვება - ოლეგ ნიკოლენკო

გენერალ კალანდაძის დაცვის საქმეში უკრაინის საკონსულო ჩაერთვება – ოლეგ ნიკოლენკო

Published on

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გერმანიაში დაკავებული გენერლის გიორგი კალანდაძის დაცვის საქმეში უკრაინის საკონსულო ჩაერთვება. ამის შესახებ საგარეო უწყების პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ, “უკრაინსკაია პრავდასთან” ინტერვიუში განაცხადა. 

ნიკოლენკოს თქმით, უკრაინელი კონსულები უკვე თანამშრომლობენ გერმანელ სამართალდამცველებთან დაკავების მიზეზის დასადგენად და დახმარების აღმოსაჩენად.

კალანდაძის ინტერესების დასაცავად საქმეში უკვე ჩართულია მისი ადვოკატი. კალანდაძემ უკრაინის მოქალაქეობა 2019 წლის 20 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით მიიღო.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გერმანიის სამართალდამცავმა ორგანოებმა ბერლინის აეროპორტში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი გიორგი კალანდაძე 2021 წლის 19 დეკემბერს დააკავეს.

 

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...