მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ-ის ოფისში კარვები გაიშალა | უპრეცენდენტო შიმშილობის აქცია რეგიონებსაც მოიცავს

ენმ-ის ოფისში კარვები გაიშალა | უპრეცენდენტო შიმშილობის აქცია რეგიონებსაც მოიცავს

Published on

ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია სხვა ლიდერებთან ერთად პარტიის ოფისის ეზოში უვადო შიმშილობის დაწყებისთვის ემზადება. პარტიის ოფისის ეზოში კარვებია გაშლილი. ამ დროისთვის ცნობილია, რომ მასობრივი შიმშილობის აქციაში ასეულობით ადამიანი, ძირითადად, ენმ-ის აქტივისტები და მხარდამჭერები მიიღებენ მონაწილეობას. უვადო შიმშილობის აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე საკრებულოს წევრები და დეპუტატთა ნაწილი ენმ-დან. 

ნიკა მელიასთან ერთად, შიმშილობის აქციაში მონაწილეობის მიღებას აპირებს აკაკი მინაშვილი. მისი თქმით, შიმშილობის აქცია დაიწყება ენმ-ის ოფისის ეზოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს იქნება ერთადერთი ადგილი, სადაც აქცია იქნება ორგანიზებული. აკო მინაშვილის თქმით, უვადო შიმშილობის აქცია რეგიონებშიც გაგრძელდება, ასევე, არაა გამორიცხული, ახალი წლის საზეიმო ღონისძიებების შემდეგ აქციამ დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში გადაინაცვლოს.  

ენმ-ის კიდევ ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ პარტიამ ცენტრალური უბნიდან მოშორებით აქცია იმის გამო დაიწყო, რათა საზეიმო ღონისძიებებზე მისვლის მსურველი მოქალაქეებისთვის და პატარებისთვის ხელი არ შეეშალა. ხაბეიშვილის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც შიმშილობის აქციაში არ ან ვერ მონაწილეობენ, პროტესტს სხავადსხვა ფორმით გამოხატავენ, მათ შორის, იქნება პერფორმანსები და სხვადასხვა ფორმის აქციები.  

შეგახსენებთ, ნიკა მელიამ მასობრივი, უვადო შიმშილობის აქციის დაწყების შესახებ დღეს მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეებს გამოუცხადა:

“ეს მძიმე გადაწყვეტილებაა, ეს კონსტიტუციური უფლებაა, ეს არაძალადობრივი მეთოდია პროტესტის გამოთქმისა, მაგრამ მძიმეა”, — განაცხადა მან.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობა იწყება

სიახლეები

წიწაკის სპრეის შესაძენად შსს-ს წერილობითი თანხმობა დაგჭირდებათ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც აეროზოლური მოწყობილობები (წიწაკის სპრეი) რეგულაციას დაექვემდებარება...

ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ

„ქართული ოცნება“ ახალ “საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობას იწყებს. პაპუაშვილის განცხადებით, იგეგმება სარჩევნო კოდექსის ფუნდამენტურ განახლება. მისივე...

საია-მ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა

საია-მ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა. ამის შესახებ იურისტებმა საგანგებო...

ტრამპის ადმინისტრაცია მკაცრ სანქციებს ჰპირდება ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობას გააგრძელებენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რესპუბლიკელები ამზადებენ კანონპროექტს, რომელიც მკაცრ სანქციებს დაუწესებს ნებისმიერ...