მთავარისიახლეებისაზოგადოება"უშუქოდ და უგაზოდ ვართ" - ვაზისუბნის კორპუსიდან ევაკუაციის შემდეგ შინ დაბრუნებულები

“უშუქოდ და უგაზოდ ვართ” – ვაზისუბნის კორპუსიდან ევაკუაციის შემდეგ შინ დაბრუნებულები

Published on

“ევაკუაცია სწრაფად მოხდა, მერე ნაწილი დავბრუნდით სახლებში, ახლა უშუქოდ და უგაზოდ ვართ, ალბათ, კარგა ხანს არ გვექნება, სანამ შემოწმება არ დასრულდება”, – აცხადებს ვაზისუბანში, ერთერთი კორპუსის ბინაში აფეთქების შემდეგ ევაკუირებული და რამდენიმე საათში შინ დაბრუნებული მობინადრე. 

მისი თქმით, მერიამ დიდი ყურადღება გამოიჩინა და მოსახლეობას, რომლის ევაკუაცია კორპუსიდან აფეთქების შემდეგ მოხდა, სასტუმროში გადაყვანაც შესთავაზა, მაგრამ ნაწილი ამაზე არ დათანხმდა. 

შეგახსენებთ, გუშინ ღამით ვაზისუბანში, ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. ერთერთი მობინადრის თქმით, აფეთება იმდენად ძლიერი იყო, რომ ცეცხლმოკიდებული ბიჭი აფეთქების ტალღამ გარეთ გამოაგდო. დაშავდა ოთხი ადამიანი, მსხვერპლი არ არის.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...