მთავარისიახლეებისაზოგადოებადაკავებულია19 წლის ნიკა თოიძე, რომელიც ნუცუბიძის პლატოზე მოზარდის დაჭრაშია ეჭვმიტანილი

დაკავებულია19 წლის ნიკა თოიძე, რომელიც ნუცუბიძის პლატოზე მოზარდის დაჭრაშია ეჭვმიტანილი

Published on

 თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე  დაჭრილი 17 წლის მოზარდის მდგომარეობა დასტაბილირებულია.  არასრულწლოვანს გადაუდებელი ოპერაცია კლინიკაში მიყვანისთანავე ჩაუტარდა. 

 დღეს პოლიციამ  დააკავა19 წლის ნიკოლოზ თოიძე, რომელსაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ედება ბრალი. არსებული ინფორმაციით, ბრალდებულმა არასრულწლოვანი ცივი იარაღით დაჭრა, მოზარდს სხეულის სხვადასხვა არეში 3 ჭრილობა  აქვს მიყენებული.მათ შორის ერთი –  პლევრის ღრუში შემავალი.

შემთხვევა ნუცუბიძის პლატოზე გუშინ გვიან ღამით მოხდა. საქმის ე.წ. ქუჩურ გარჩევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. თუმცა, ამ ეტაპზე, კონკრეტული მოტივი უცნობია. პოლიციამ დანაშაულის ადგილზე არსებული სავაჭრო ობიექტების თანამშრომლები უკვე გამოკითხა; ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც. 

როგორც ირკვევა, 19 წლის ნიკა თოიძე, მომღერალ  გია თოიძის შვილია. მამა ამბობს, რომ 2 დღეა შვილი მშობლების არცერთ სახლში გამოჩენილა.

თოიძის მეზობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი კონფლიქტური იყო და მისი მხრიდან დაჭრის ფაქტიც პირველი შემთხვევა არ არის.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ  ნიკა თოიძე თავად ჩაბარდა პოლიციას . ახალგაზრდა დანაშაულს აღიარებს.  დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას მინიმუმ 8 წლიანი პატიმრობა ემუქრება. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სიახლეები

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...