ნანუკა ჟორჟოლიანმა და სამოქალაქო აქტივისტებმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის ანზორ ჩუბინიძის ოფისთან, რომელიც 9 აპრილის ქუჩაზე მდებარეობს, ის ნივთები მიიტანეს, რომლებიც შესულია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის ე.წ. პიჯაკების საქმეში.
იგავ-არაკთა კრებული, “ლაკალუტი”, “რედ ბული”, ბავშვის სათამაშოები, მურაბა, კბილის ჯაგრისი და კიდევ რამდენიმე სხვადასხვა დანიშნულების ნივთი, რომლებიც მოხსენიებულია საქმეში და მასში გადახდილი თანხა გაფორმებულია, როგორც “სახელმწიფოს კუთვნილი თანხის უკანონოდ გაფლანგვა”.
ამ საქმის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს, ოთხი წლის განმავლობაში, 9 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვა ედება ბრალად.
პოლიციამ აქცია-პერფორმანსის ორგანიზატორი ნანუკა ჟორჟოლიანი 80 ლარით დააჯარიმა, რადგან მიიჩნია, რომ მან ტერიტორია დაანაგვიანა. ამ გადაწყვეტლებას ნანუკა ჟორჟოლიანის პროტესტი მოჰყვა:
“კანონში წერია, რომ არ შეიძლება ნარჩენების დატოვება. სად ხედავთ აქ ნარჩენებს? თქვენ ახლა არღვევთ კანონს, რადგან აქ ნარჩენები არ არის, ეს არის მტკიცებულბები ანუ ის ნივთები, რაც “, – თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
“თუ თვლით, რო უკანონოდ გაჯარიმებთ, შეგიძლიათ 10 დღის ვადაში გაასაჩივროთ”, – განუცხადეს მას სამართალდამცვლებმა.
“2012-2013 წლებში გახარჯულ თანხას ამავე ფონდიდან ადევს გრიფი “საიდუმლო”. საინტერესოა, თუ საჩუქრებზე ფულის ხარჯვა დანაშაულია, რატომ არ ზის განსასჯელის სკამზე ანზორ ჩუბინიძე, რადგან იმ დროს ამ სამსახურს სწორედ ის ხელმძღვანელობდა. თავის გახარჯულ თანხას “გრიფი საიდუმლო” დაარქვა, სწორედ ამიტომ მას გადავარქვით სახელი და დღეიდან “გრიფი ანზორი” ჰქვია.