ვაზისუბანში მდებარე საცხოვრებელ სახლში ძლიერი აფეთქება მოხდა, სავარაუდო მიზეზი გაზის გაჟონვაა

0
262

თბილისში,  ვაზისუბანში მდებარე საცხოვრებელ სახლში  ძლიერი აფეთქება მოხდა.  წინასწარი ინფორმაციით აფეთქება ბინაში დაგროვილმა ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.

აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც სახლში შესულმა ბინის პატრონმა ნათურა აანთო, ის მომხდარის შედეგად დაშავდა და ამჟამად ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. 

ექიმები აცხადებენ, რომ  დაშავებულის აღენიშნება ძლიერი დამწვრობ ადა აქვს სუნთქვის პრობლემა, მაგრამ მიღებული ზომების შედეგად  რომ მისი მდგომარეობა დასტაბილურებულია.

 აფეთქებას ნგრევა,  ძლიერი ხანძარი და დაკვამლიანება მოჰყვა, ამ დრპოსათვის ხანძარი ლოკალიზებულია, მოსახლეობა ევაკუირებულია როგორც ამ, ისე მეზობელი კორპუსიდან, რადგან ჩამონგრევა შეიძლება გაგრძელდეს. 

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი: “გიგი 2008 წლის ომის გმირია, დარწმუნებული ვარ, ძალიან სწრაფად გათავისუფლდება… გერმანიის სასამართლო მურუსიძის კანტორა არავის ეგონოს”
შემდეგი სტატიადაკავებულია19 წლის ნიკა თოიძე, რომელიც ნუცუბიძის პლატოზე მოზარდის დაჭრაშია ეჭვმიტანილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური