მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ექსპრეზიდენტი მოქმედი პრეზიდენტის გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს, თუმცა მას შერიგებას ვერ უწოდებს''

,,ექსპრეზიდენტი მოქმედი პრეზიდენტის გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს, თუმცა მას შერიგებას ვერ უწოდებს”

Published on

 ხატია დეკანოიძემ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა. შეხვედრის შემდეგ, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა, დეკანოიძემ მედიასთან თქვა, რომ  ექსპრეზიდენტთან ისაუბრა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვრებს გარეთ განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, დეკანოიძე ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი მოქმედი პრეზიდენტის გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს, თუმცა მას შერიგებას ვერ უწოდებს.

“საქართველოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ კონკრეტულად პოლიტიკური თამაშის წესების შეთანხმებას — მე ამას შერიგებას ვერ დავარქმევდი და არც თვითონ არ ფიქრობს, რომ ამ პორცესს შერიგება უნდა ვუწოდოთ — აფასებს ამ პროცესს ნამდვილად. ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, პოლიტიკური მართლმსაჯულების ნაწილში”, — განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მან ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა.ამბობს, რომ სააკაშვილი ბოლოს ორი კვირის წინ ნახა და ამ პერიოდში საგრძნობლად არის დაკლებული წონაში, სივიწრიბის გამო არა აქვს მოძრაობის , სუფთა ჰაერით სუნთქვის საშუალება,მისი რეაბილიტაცია ისეთ პირობებში, იმ გალიაში,— უკაცრავად, ცოტა უხეში გამოთქმაა,- წარმოუდგენელია”, — განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...