მთავარისიახლეებისაზოგადოება19 დეკემბერი: დადასტურდა კორონავირუსის 2195 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 47 ადამიანი

19 დეკემბერი: დადასტურდა კორონავირუსის 2195 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 47 ადამიანი

Published on

19 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 195 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 319, ხოლო გარდაიცვალა — 47 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 813 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 20 095, ხოლო PCR-ით — 13 718.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6,49%, ბოლო 7 დღის — 6,48%, ხოლო 14 დღის — 6,96%.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონში ვირუსისგან 200-მდე პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 470-ზე მეტი  პირი მკურნალობის კურსს აგრძელებს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა დადასტურდა  2 პაციენტი გარდაიცვალა. ისინი რუხის კლინიკაში გადიოდნენ მკურნალობის კურსს. გარდაცვლილებიდან ერთი,  80 წლის ქალი მარტვილის მკვიდრი იყო,  82 წლის ქალი კი  ზუგდიდში ცხოვრობდა. 

სიახლეები

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...

ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი...

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....