თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე ერთ-ერთ სუპრმარკეტთან სისხლიანი დაპირისპირება მოხდა.17 წლის ბიჭს ჯგუფურად გაუსწორდნენ და ცივი იარაღით დაჭრეს, ჭრილობები მიყენებულია სხეულის სხვადასხვა არეში.
თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდამსხმელიც არასრულწლოვანია და ადგილიდან მიიმალა.
თვითმხილველი ამბობს, რომ პოლიცია ადგილზე მალე მივიდა, სასწრაფო კი დაგვიანებით,. დაჭრილი მოზარდი კავკასიის მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.