მედიკოსები დაჟინებით იმეორებენ, რომ სულ უფრო მწვავედ დგება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საჭიროება.
განსაკუთრებით თანმიმდევრულია ამ მოთხოვნაში ცენტრ ,,ემპათიის” მიერ შექმნილი კონსილიუმი.
ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი ამბობს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობის მიუხედავად, მესამე პრეზიდენტის ნევროლოგიური ფონი ისევ მძიმეა და თუ მისი ადეკვატური მკურნალობის საკითხის იგნორირება ასე გაგრძელდა, შეიძლება უკიდურესად დამძიმდეს ”.
მარიამ ჯიშკარიანი და მის მიერ ორგანიზებული კონსილიუმის წევრი ექიმები მიხეილ სააკაშვილის მონახულებას დღესაც გეგმავენ. დღესვე გამოქვეყნდება ცენტრი “ემპათიას” დასკვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
“დღეს გამოქვეყნდება ცენტრი “ემპათიას” მიერ მომზადებული რეკომენდაციები, იმასთან დაკავშირებით, რომ გადაუდებლად დაიწყოს ადეკვატური მკურნალობისა და რეაბილიტაცის კურსი თავის ტვინის ორგანული დაზიანების სიმპტომებთან დაკავშირებით, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში დაყოვნებას შეიძლება მოყვეს შეუქცევადი ცვლილებები ცერებროორგანული მიმართულებით, რაც შემდგომში გამოიწვევს პაციენტის ინვალიდიზაციას” – ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.
ხელისუფლება არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის დაშვებასაც კი.